სახელმწიფო თუ დემოკრატიული არ იქნება, იქნება ბელარუსი, ან რუსეთი, ასეთ სახელმწიფოსთან დასავლური სახელმწიფოები, ევროკავშირი და მათ შორის, ამერიკაც, არ თანამშრომლობს , - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განცხადა.
მისი თქმით, პოლიტიკურ კრიზისს აუცილებლად მოჰყვება ეკონომიკური კრიზისი.
„როდესაც „ქართული ოცნება“ იჩემებს და ამბობს, რომ არჩევნებს არ ჩაატარებენ, ვიღებთ ვითარებას, როცა ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ თუ სახელმწიფოში არ არის დემოკრატიის პრინციპები დაცული და არ არის დაცული, რაც დადასტურდა ნებისმიერ კვლევაში და ეუთო-ს დასკვნაში დადასტურდა, არჩევნები რომ არ ჩატარდა სამართლიანად და რეზოლუციებში, 50 პოლიტპატიმარი რომ ჰყავს ქვეყანას, სამართლიანი გასამართლება რომ არ ხდება პროტესტის მონაწილეების, ის ცემა, რაც ვნახეთ ჩვენ, დაზიანებული ადამიანები, 500-მდე ნაცემი პროტესტის მონაწილე გვყავს და ამ პირობებში, როდესაც მედიას ებრძვიან, არასამთავრობო სექტორს ებრძვიან, ეს სახელმწიფო ვეღარ იქნება დემოკრატიული სახელმწიფო და თუ დემოკრატიული სახელმწიფო არ იქნება, იქნება უკიდურეს შემთხვევაში ბელარუსი, ან უარეს შემთხვევაში რუსეთი, თუმცა ამ შემთხვევაში, ორივე ერთი და იგივეა დღევანდელი მოცემულობით. ასეთ სახელმწიფოსთან დასავლური სახელმწიფოები, ევროკავშირი და მათ შორის, ამერიკაც, არ თანამშრომლობს. ანუ, ჩვენ რაღაც ეტაპზე მოგვიწევს, ამ პოლიტიკურ კრიზისს აუცილებლად მოჰყვება ეკონომიკური კრიზისი, ვინაიდან ვნახეთ, რომ გრანტებიც აღარ შემოდის ქვეყანაში, ინვესტიციები აღარ შემოდის და სამომავლოდ არ ვიცით, როგორ დალაგდება გეოპოლიტიკური მდგომარეობა“, – განაცხადა ბუტიკაშვილმა.