სასამართლომ "კრაბ კოფის" დამფუძნებელ გოგოებზე თავდამსხმელს, 18 წლის ამირან მასპინძელაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ის საპატიმროს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო. მან ბრალდებულს დაზარალებულებთან მიახლოება და ქვეყნის დატოვება აუკრძალა.
"კრაბ კოფის" დამფუძნებლებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს უსასყიდლოდ უმასპინძლდებიან, თავს 5 მარტს დაესხნენ.