თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა საპროტესტო აქციების გამო დაკავებული 8 პირი: ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ვასილ კაძელაშვილი, გიორგი გორგაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ინსაფ ალიევი, თორნიკე გოშაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი პატიმრობაში დატოვა.
პროკურატურამ მათი პატიმრობაში დატოვება სასჯელის თავიდან აცილების მიზნით მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის მოტივით მოითხოვა.
დაცვის მხარე პატიმრობის ძალაში დატოვებას არ დაეთანხმა.
8 ბრალდებულიდან სამს: ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ხუთს: გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ფოტო: პუბლიკა