ორთაჭალაში, კალანდაძის ქუჩის კუთხეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი პირი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცია "მთავარი არხის" "ნიუ ჰოსპიტალში" დაუდასტურეს. დაშავებულ ქალს გუშინ ოპერაციაც ჩაუტარდა.
ცნობისთვის, კალანდაძის ასახვევთან გუშინ, 5 მარტს, ტრაქტორი დაგორდა და სამ მანქანას შეეჯახა. დაშავდა ორი ადამიანი.