5 მარტს, გვიან საღამოს, რუსეთის ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დნიპროპეტროვსკის ოლქისქალაქ კრივი რიჰზე.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რაკეტა ხუთსართულიან სასტუმროს მოხვდა.
ბოლო მონაცემებით, დაბომბვის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა კიდევ 31 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ამის შესახებ დნიპროპეტროვსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ლისაკი Telegram-ზე წერს. დაშავებულთა უმეტესობა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 14-ის მდგომარეობა მძიმეა.
ლისაკის ინფორმაციით, სასტუმროს გარდა, დაზიანდა 14 საცხოვრებელი კორპუსი, ფოსტა, კულტურის დაწესებულება, 12 მაღაზია და 20-მდე მანქანა. მაშველები ტერიტორტიის ნანგრევებისგან გაწმენდას აგრძელებენ.