აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს „ჰამასთან“ ღაზის სექტორში მყოფი ამერიკელი მძევლების შესაძლო გათავისუფლების შესახებ. ინფორმაციას სააგენტო Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს წყაროების ცნობით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი მძევლების საკითხებში ადამ ბიულერი ბოლო კვირების განმავლობაში კატარის დედაქალაქ დოჰაში პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს ჰამასთან.
ბოლო დრომდე შეერთებული შტატები თავს არიდებდა პირდაპირ მოლაპარაკებებს ჰამასთან..
სააგენტო აღნიშნავს, რომ ასეთი მოლაპარაკებები ეწინააღმდეგება აშშ-ს პოლიტიკას პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ჯგუფებთან, რომლებსაც ვაშინგტონი ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.
წყაროების თქმით, მოლაპარაკებები ფოკუსირებული იყო ღაზაში ჯერ კიდევ მყოფი ამერიკელი მძევლების გათავისუფლებაზე.
ამავდროულად, სხვა წყაროს თქმით, მოლაპარაკებები ასევე მოიცავდა მსჯელობას ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლების და ისრაელსა და ჰამასს შორის ხანგრძლივი ზავის შესახებ.