აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ უარყო პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა, შეენარჩუნებინა კონგრესის მიერ დამტკიცებული 2 მილიარდ დოლარამდე უცხოური დახმარების გაყინვა. იუწყება Bloomberg
აღნიშნულია, რომ დღეს, 5 მარტს, მოსამართლეებმა უარყვეს ტრამპის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, რომელიც ეხება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის კუთვნილ ფულს. მოსამართლეთა უმრავლესობამ ფედერალურ მოსამართლეს უბრძანა, აღედგინა ფულის გადახდის ვადა, რადგან თავდაპირველი ვადა უკვე გასული იყო.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ჰუმანიტარული ჯგუფები ამბობენ, რომ თანხა სასწრაფოდ არის საჭირო.
მათი თქმით, დაფინანსების გაყინვა აფერხებს ასობით პროექტს, აიძულებს USAID-ის პარტნიორ ჯგუფებს გაათავისუფლონ ან შეამცირონ ათასობით ამერიკელი მოხელე და აყენებს დახმარებაზე დამოკიდებულ ადამიანებს ავადმყოფობისა და სიკვდილის საფრთხის წინაშე.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც ტრამპმა მეორედ დაიკავა აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობა, მის წინააღმდეგ 100-ზე მეტი სარჩელი აღიძრა.
სააგენტოში მიაჩნიათ, რომ ეს არის ერთ-ერთი გზა ამერიკის პრეზიდენტის აგრესიული პოლიტიკის შესაკავებლად.