მტკვრიდან ამოყვანილ მანქანაში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ფაქტს საგანგებო სიტუაციებს მართვის სამსახურში ადასტურებენ.
არსებული ინფორმაციით, ცხედარი ავტომობილში, მისი გახსნის შემდეგ აღმოაჩინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტომობილი მდინარეში მეტეხიდან ხიდიდან მას შემდეგ გადავიდა რაც ჯებირს შეეჯახა.