საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა, ამიტომ მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას, - ამის შესახებ ნათქვამია „ნეტგაზეთისა“ და ბათუმელების“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის წერილში, რომელიც სასამართლოდან ჟურნალისტის მეგობრებმა გამოიტანეს.
ამაღლობელი წერს, რომ თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს.
"არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს. საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა. ამიტომ მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას" - წერს მზია ამაღლობელი.
სასამართლოშია მზია ამაღლობელის პროცესი იმართება. ესწრებიან მზია ამაღლობელის კოლეგები და ჟურნალისტის ახლობლები.
მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები იმყოფებიან.