აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თუ იქნება "რეალური წინადადება" უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისგან და "თუ უკრაინა მზად არის ჩაერთოს [მოლაპარაკებებში], კარი ღიაა". ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა.
როგორც მედია აღნიშნავს, ვენსის განცხადება ტრამპის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებამდე გაკეთდა.
„მან [ზელენსკიმ] აშკარად აჩვენა, რომ არ სურს ჩაერთოს სამშვიდობო პროცესში, რომელიც პრეზიდენტი ტრამპის თქმით, ამერიკელი ხალხისა და მისი პრეზიდენტის პოლიტიკაა“, - თქვა ვენსმა.
შეკითხვაზე, შეასძლებელია თუ არა ზელენსკი დაბრუნდეს თეთრ სახლში, თუ ის იტყვის, რომ მზად არის განიხილოს სამშვიდობო გეგმა, ვენსმა თქვა, რომ თუ ზელენსკი "სერიოზულად მიიღებს დეტალებს", აშშ მზად იქნება კვლავ ისაუბროს.
„არის დეტალები, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომლებზეც ჩვენ უკვე ვმუშაობთ რუსებთან. ჩვენ ვესაუბრეთ ზოგიერთ ჩვენს მოკავშირეს, ის სერიოზულად უნდა იყოს ჩართული დეტალების განხილვაში.
თუ იქნება რეალური წინადადება, თუ ის [ზელენსკი] მზად არის ამ პროცესში მონაწილეობის მისაღებად. ჩვენ უკვე ვმუშაობთ რუსებთან და მოკავშირეებთან დეტალებზე. თუ უკრაინა მზად არის შეუერთდეს, კარი ღიაა.
„თუ გსურთ უსაფრთხოების რეალური გარანტიები, რათა დარწმუნდეთ, რომ ვლადიმირ პუტინი აღარასოდეს შეიჭრება უკრაინაში, ამის საუკეთესო გზა არის იმის უზრუნველყოფა, რომ ამერიკელებს ეკონომიკური დაინტერესება უკრაინის მომავალში“, - განაცხადა ვენსმა. .
ვენსმა აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია ნათელია: შეერთებულ შტატებს არ შეუძლია და არც დაუსრულებლად დააფინანსებს უკრაინის ომს.
„ევროპელი ლიდერები რეალურად აზიანებენ უკრაინას. მათ ხალხსაც არ უნდათ ომის გაუთავებელი დაფინანსება. არც ამერიკელებს უნდათ ეს.
ერთადერთი ინტერესი, რომელიც შეერთებული შტატების, ევროპისა და უკრაინის ინტერესებშია, არის ამ ომის დასრულება.
ზელენსკი მიდის ევროპაში, სადაც მას ადიდებენ, როგორც თავისუფლების სიმბოლოს და უბიძგებენ ბრძოლის გაგრძელებისკენ. მაგრამ რითი უნდა იბრძოლო? ვისი ფულთს, ვისი საბრძოლო მასალით და ვისი სიცოცხლით?” - თქვა ვენსმა.
ვენსმა ასევე თქვა, რომ ის არ არის დარწმუნებული, რომ რუსები მზად არიან კომპრომისისთვის, მაგრამ ეს უნდა შემოწმდეს და "მოლაპარაკება არის ერთადერთი გზა ამის გასარკვევად".