დღეს, 25 იანვარს, გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, რუსთაველის თეატრში სპექტაკლის - "ქალი წარსულიდან" - პრემიერა გაიმართება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" რუსთაველის თეატრიდან აცნობეს.
სპექტაკლი გერმანელი დრამატურგის, რონალდ შიმელპფენიგის პიესის მიხედვით დაიდგა. რეჟისორია მაკა ნაცვლიშვილი.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ნანუკა ხუსკივაძე, ნინო თარხან-მოურავი, ნინო მაყაშვილი, ზურა ინგოროყვა და სხვანი.
სპექტაკლი 26 იანვარსაც იქნება წარმოდგენილი.