ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე იმედოვნებს უკრაინის პრეზიდენტ ვილოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ურთიერთობების დალაგებას თეთრ სახლში დაპირისპირების შემდეგ და დარწმუნებულია, რომ აშშ-მა, უკრაინამ და ევროპამ ერთად უნდა იმუშაონ უკრაინაში მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ BBC იუწყება.
რუტეს თქმით, მას უკვე ჰქონდა ორი სატელეფონო საუბარი ზელენსკისა და უკრაინის ტრამპთან სკანდალური შეხვედრის შემდეგ.
„ზელენსკიმ უნდა იპოვოს გზა აშშ-ის პრეზიდენტთან ურთიერთობების აღსადგენად“, - განაცხადა რუტემ.
როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მას არ შეუძლია გაასაჯაროოს, თუ რა განიხილა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინის ლიდერს უთხრა, რომ „პატივი უნდა ვცეთ“ იმას, რაც დონალდ ტრამპმა აქამდე გააკეთა უკრაინისთვის.
კონკრეტულად, რუტემ გაიხსენა, რომ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის ვადის დროს შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის Javelin-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მიყიდვის უფლება გასცა, რამაც შემდგომში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსული არმიის შეკავებაში 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი ომის ადრეულ ეტაპზე.