27 ნოემბერს, 13:00 საათზე სასტუმრო "რედისონში" ასამდე ადვოკატი ახალი გაერთიანების შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
ადვოკატები დავით ასათიანი, დიმიტრი გაბუნია, მანანა კობახიძე, დავით ლანჩავა, როინ მიგრიაული და სხვები პრესისთვის სპეციალურ ბრიფინგს გამართავენ.
ბრიფინგზე ადვოკატები პრესას და საზოგადოებას მიაწოდებენ დეტალურ ინფორმაციას ადვოკატთა ახალი გაერთიანების შექმნის მიზეზების, მიზნების და სამომავლო გეგმების შესახებ.
ოფიცილური განცხადების გაკეთების შემდეგ ასამდე ადვოკატი ახალ გაერთიანებაში გაწევრიანებას მემორანდუმზე ხელისმოწერით დაადასტურებს