ევროპამ უნდა დააფინანსოს თავდაცვის სტრატეგიული პროექტები. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპამ სპეციალური პროგრამა უნდა გამოიყენოს კონტინენტისთვის სტრატეგიული ინტერესების მქონე პროექტებზე თავდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად. მისივე თქმით, ფოკუსი გაკეთდება ევროპული სტრატეგიული ინტერესების სივრცეებზე.
“ფოკუსი გაკეთდება ევროპული სტრატეგიული ინტერესების სივრცეებზე, როგორიცაა ევროპული ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვა, ღრმა და ზუსტი დარტყმების შესაძლებლობები, დრონები, რაკეტები და საბრძოლო მასალა ან, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.