თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ "მტკვარი ჰესის" საქმეზე აღკვეთი ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
პროკურატურა 50 000-ლარიან გირაოს, დაცვის მხარე კი აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
"მტკვარი ჰესის" საქმეზე ბაჩიაშვილს პროკურატურამ ბრალი დღეს, 25 თებერვალს სისხლის სამართლის კოდექსის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.ბრალდება 2-დან 5-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.