ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი უზარმაზარ ჯარიმებს აკისრებს მამაც ქართველ ხალხს, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე წერს.
მისი თქმით, ქართველი ხალხი არ დაშინდება.
„ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი უზარმაზარ ჯარიმებს აკისრებს მამაც ქართველ ხალხს უბრალოდ, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, სიტყვისა და შეკრების უფლების გამოყენებისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოწოდების გამო. ქართველი ხალხი არ დაშინდება!, - წერს უილსონი.