საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები საკანონმდებლო დონეზე აისახება და ორშაბათს, 30 ნოემბერს ბიუროზე იქნება ინიცირებული. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღეს იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს დოკუმენტს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შესახებ.
პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრა დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან პავლე კუბლაშვილთან გაიმართა. შეხვედრას ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან ერთდ ესწრებოდნენ ლევან ვეფხვაძე, გია თორთლაძე, გურამ ჩახვაძე, ჯონდი ბაღათურია და პაატა დავითაია.
აღსანიშნავია, რომ შეთანხმებას ხელი მოაწერეს მრეწველებმაც, თუმცა ზურაბ ტყემალაძე შეხვედრაზე არ იმყოფებოდა,
როგორც უმრავლესობის წარმომადგენელი პავლე კუბლაშვილ აცხადებს "ის რომ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა ალიანსმა ეს დამაბრკოლებელი მიზეზი ვერ იქნება იმისა, რომ გადაწყვეტილება იქნას მიღებული. ყველა პოლიტიკურმა ძალამ მიაღწია კონსენსუსს და შეთანხმებული საკითხები აღარ შეიცვლება".
ხელმოწერილი შეთანხმების თანახნმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მერიის პირდაპირი წესით არჩევისას იქნება 30-პროცენტიანი ბარიერი. საკრებულო დაკომპლექტდება 50 წევრისაგან - 25-ის პრინციპით, ანუ 25 წევრი იქნება მაჟორიტარული სისტემით არჩეული და 25 პროპორციული სიით. ასევე ცესკო-ს თავმჯდომარეს დანიშნავს ოპოზიცია, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატურიდან. კანდიდატურების შერჩევა კი მოხდება პრეზიდენტის მიერ საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად.
გარდა ამისა, ახლებურად დაკომპლექტდება საარჩევნო კომისიებიც და კომისიებში ყველა დონზე მდივანი იქნება ოპოზიიციის წარმომადგენელი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები და როგორც საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრები აცხადებენ, ეს საკითხები უკვე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას დაზუსტდება.
"მთავარია რომ ახლა იქნას პრინციპების დონეზე საკითხიინ ინიცირებული რათა დროულად დავიწყოთ განხილვა და იმედია რომ წლის ბოლომდე საკანონმდებლო განხილვა დასრულდება და ახალი პრინციპები ძალაში 1-ლი იანვრიდან შევა", - აცხადებს ქრისტიან- დემოკრატების წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე