ხვალ რუსთაველის თეატრში სპექტაკლ "ქალი წარსულიდან" პრემიერა გაიმართება
25 და 26 იანვარს გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში სპექტაკლ "ქალი წარსულიდან" პრემიერა შედგება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" რუსთაველის თეატრიდან აცნობეს. 
სპექტაკლი გერმანელი დრამატურგის რონალდ შიმელპფენიგის პიესის მიხედვით დაიდგა. რეჟისორია მაკა ნაცვლიშვილი.
მასში მონაწილეობენ მსახიობები ნანუკა ხუსკივაძე, ნინო თარხან-მოურავი, ნინო მაყაშვილი, ზურა ინგოროყვა და სხვანი.   
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები