სოფელ გლდანში სუიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. ტელეკომპანია "რეალ-თივის" ინფორმაციით, ადგილობრივმა მოსახლეობამ ტყეში ახალგაზრდა მამაკაცის გვამი შენიშნა, რომელიც ხეზე იყო ჩამოკიდებული.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისვლისას მას სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 19 წლის იყო და იგი ზაჰესში ცხოვრობდა. კრიმინალისტები მომხდარის დეტალებს ადგენენ.
მასალის გამოყენების პირობები