ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს წარუდგენს უკრაინაში დაახლოებით 30 000 ევროპელი ჯარისკაცის განლაგების გეგმას ცეცხლის შეწყვეტის მხარდასაჭერად. იუწყება The Telegraph
მოსალოდნელია, რომ ვაშინგტონში მომავალ კვირაში დაგეგმილ შეხვედრაზე, სტარმერი დეტალურად განმარტავს, თუ როგორ შეუძლია ევროპულ ჯარებს უზრუნველყონ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით ნებისმიერი ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერა.
დასავლელი ოფიციალური პირების ცნობით, ის მოუწოდებს ტრამპს, შეინარჩუნოს ამერიკული მოიერიშე თვითმფრინავებისა და რაკეტების მზადყოფნა აღმოსავლეთ ევროპაში, რათა უპასუხონ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დაარღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ინგლისურ-ფრანგული სტრატეგია „reassurance“, ევროპის ლიდერებს ამ კვირის დასაწყისში პარიზში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე წარედგინათ.