მთავარია ობიექტური შეფასება, მთავარი არის ნათელი სურათი დაიხატოს იმისა, თუ რასთან და ვისთან გვაქვს საქმე და რა ძალები ებრძვიან საკუთარ ქვეყანას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას.
„ასე რომ, ეს არ არის ანგარიშსწორება, ეს არის მაღალი დონის ანალიზის საფუძველზე გასაკეთებელი შეფასებები, რამაც ქვეყანა საბოლოოდ სამშვიდობოს უნდა გაიყვანოს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
პარლამენტში დღეს „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი" დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეორე სხდომა გაიმართება.