ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს იერუსალიმში, რომელზეც განიხილეს ღაზაში შეიარაღებული კონფლიქტის, ირანის და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის საკითხები.
რუბიო ასევე შეხვდება ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ის ეთანხმება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომ ირანი არის "არასტაბილურობის ერთადერთი მთავარი წყარო რეგიონში". მან ასევე დაადასტურა აშშ-ის პრინციპული პოზიცია ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვების დაუშვებლობის შესახებ.
„ირანის გავლენა აშკარაა ყველაფერში, რაც დაკავშირებულია ტერორისტულ დაჯგუფებებთან, ძალადობის აქტებთან ან ნებისმიერ საქმიანობასთან, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს ამ რეგიონში და საფრთხეს უქმნის მილიონობით ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობასა და სტაბილურობას. ის აქ არასტაბილურობის მთავარი და უდიდესი წყაროა“, - ხაზგასმით აღნიშნა რუბიომ.
მან ასევე გამოხატა თავისი პოზიცია ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.
„არასდროს არ შეიძლება, ირანი ბირთვული სახელმწიფო გახდეს, რომელსაც გარე წნეხისგან და ქმედებებისგან იმუნიტეტი ექნება. ეს არ შეიძლება, რომ ოდესმე მოხდეს. პრეზიდენტმაც [ტრამპმა] ეს გარკვევით თქვა", - თქვა სახელმწიფო მდივანმა.