პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ამის შესახებ ოპოზიციონერი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ ქვეყნისთვის კრიტიკულ დროს ძლიერი მხარდაჭერა გადამწყვეტია.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ემილ ჰურეზიანუს შეხვედრაზე მადლობა გადავუხადე რუმინეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ევროპული მომავლის უწყვეტი მხარდაჭერისთვის. ამ კრიტიკულ დროს ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერა გადამწყვეტია, - წერს გახარია.