ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სამძიმარს უცხადებს ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში მომხდარი შემთხვევის დროს დაღუპული ბავშვების ოჯახებს.
"ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ღრმად დამწუხრებულია ბათუმში ორი ახალგაზრდა სიცოცხლის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.
ამ მძიმე დროს ვიზიარებთ მათი ოჯახების მწუხარებას". - ნათქვამია განცხადებაში.
15 თებერვალს, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე ორი მცირეწლოვანი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.