აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინის 2014 წლამდე საზღვრებში არდაბრუნება პუტინისადმი დათმობა არ არის. მისი თქმით, " ეს არის ადგილზე უხეში ძალის რეალობის აღიარება":
"მე ვფიქრობ, რომ რეალიზმი საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მეგობრებს შორის საკმარისად არ არსებობდა. მაგრამ უბრალოდ რეალიზმის მითითება, მაგალითად, რომ საზღვრები არ დაბრუნდება ისე, როგორც ყველას სურდა 2014 წელს ენახა, ეს არაა ვლადიმირ პუტინისადმი დათმობა. ეს არის ადგილზე უხეში ძალის რეალობის აღიარება, მრავალი მსხვერპლის შემდეგ, ჯერ უკრაინელების, შემდეგ კი მოკავშირეების მხრიდან, ასევე ეს არის იმის გაცნობიერება, რომ მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული მშვიდობა იქნება რაღაც სახის დემარკაცია, რომელიც არც ერთ მხარეს სურს" - თქვა ჰეგსეთმა.
მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხელმძღვანელობს და სწორედ ის გადაწყვეტს რა იქნება დასაშვები და რა არა:
"მსურს ერთი რამ ნათლად აღვნიშნო, რაც შეეხება მოლაპარაკებების შედეგად ნატო-ს წევრობას, როგორც არარეალურ შედეგს მოლაპარაკებების პროცესში. ეს არის ის, რაც აქ ითქვა ჩემი სიტყვით გამოსვლის ნაწილში, რაც არის კოორდინაციის ნაწილი, თუ როგორ ვასრულებთ მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომლებსაც პრეზიდენტი ტრამპი უძღვება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობს პრეზიდენტი ტრამპი, ყველაფერი განხილვის საგანია მის საუბრებში ვლადიმირ პუტინთან და ზელენსკისთან. რის დაშვებას ან არდაშვებას გადაწყვეტს ის, არის პრეზიდენტი ტრამპის, თავისუფალი მსოფლიოს ლიდერის უფლებამოსილება," - თქვა ჰეგსეთმა.