დღეს, 24 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ისრაელის მოქალაქეების რონ ფუქსისა და ზეევ ფრენკელის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, პროცესზე საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება. უფრო კონკრეტულად კი, ვიდეოჩანაწერების ჩვენება მოხდება.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის მოქალაქეები, ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ბათუმში 14 ოქტომბერს დააკავეს. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. პატიმრობა შეეფარდა, აგრეთვე, იოანის კარდასოპოლუსს, რომელიც მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული. გამოძიების ინფორმაციით, ბიზნესმენებს მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად.