"2011 წელს სასამართლოებისთვის პრიორიტეტი მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესება იქნება",- განაცხადა გასული წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა.
მართლმსაჯულების ხარისხის მთავარი შემფასებელი კი საზოგადოება, ანუ ის ადამიანები არიან, რომლებმაც უკვე ისარგებლეს სასამართლოს მომსახურებით ან მომავალში აპირებენ მიმართონ სასამართლოს. საზოგადოების განწყობას კი ძირითადად სხვადასხვა ტიპის და ფორმატის კვლევები ასახავენ.
2010 წელს სხვადასხვა კვლევითი კომპანიების მიერ სამი ფართომასშტაბიანი გამოკითხვა ჩატარდა, სადაც წინა წლებთან შედარებით, სასამართლოს მიმართ მოსახლეობის ნდობა აშკარად გაზრდილი იყო და იგი საშუალოდ, 60-65 პროცენტს შეადგენდა.
საგულისხმოა ის გარემოება, რომ სასამართლოები უკვე საკუთარი ძალებით აგრძელებენ კვლევებს, რაც წინა შედეგების მონიტორინგისა და სიტუაციის კონსტროლისთვისაა აუცილებელი.
2010 წლის მაისში, სასამართლოს ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის რეფორმის პროექტის ( DFK) მხარდაჭერით ჩატარდა სასამართლოს მომხმარებელთა კვლევა საქართველოს 6 დიდ რაიონულ სასამართლოში, მათ შორის ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოშიც, სადაც სულ გამოიკითხა 360 მოქალაქე.
გამოკითხის მიზანი სასამართლოს მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პასუხების ანალიზი, პრობლემების გამოვლენა და მათი გამოსწორება გახლდათ.
Kკვლევის შედეგად დაფიქსირდა, რომ სასამართლოს მომხმარებლების 96-მა პროცენტმა სასამართლოს თანამშრომელთა დამოკიდებელება შეაფასა როგორც ზრდილობიანი და თავაზიანი, ხოლო სასამართლოს მომხმარებლების 50 პროცენტი მიიჩნევდა, რომ მათი საქმის გადაწყვეტა მოხდა დროულად.
რაც შეეხება სასამართლოსადმი ნდობის პროცენტულ მაჩვენებელს, გამოკითხულთა 70 პროცენტი მთლიანად ან ნაწილობრივ ენდობოდა სასამართლოს ( მთლიანად_46 პროცენტი, ხოლო ნაწილობრივ _24 პროცენტი).
2010 წლის 21-28 დეკემბერს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილებით, უკვე საკუთარი ძალებით, სტაჟიორების დახმარებით განხორციელდა იგივე შინაარსის კვლევა.
ამჯერად გამოიკითხა 228 რესპოდენტი.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მომხმარებლების დადებითი განწყობა სასამართლოს მიმართ ყველა პარამეტრის მიმართ გაზრდილია, რაც საბოლოოდ, აისახა კიდეც ნდობის მაჩვენებელზე.
დეკემბრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, სასამართლოს ენდობა გამოკითხულთა 66 პროცენტი, (რაც 20 პროცენტით მეტია წინა გამოკითხვასთან შედარებით) ხოლო ნაწილობრივ ენდობა გამოკითხულთა 18 პროცენტი.
საყურადღებოა, რომ 228 რესპოდენტიდან, ანალოგიურ გამოკითხვაში უკვე მონაწილეობდა 50 მოქალაქე (ე.ი გამოკითხულთა 22 პროცენტი, რომელთაგან სასამართლოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა:
ა) დადებითად 36 მოქალაქისთვის, ე.ი. 72%;
ბ) არ შეიცვალა 11 მოქალაქისთვის, ე.ი. 22%;
გ) შეიცვალა უარყოფითად 3 მოქალაქისთვის, ე.ი 6 %.
ანალოგიური კვლევების ჩატარება სხვა რაიონულ სასამართლოებშიც იგეგმება.