სადაც ხარაზიშვილი ჩნდება, იქ თვითონ გასცემს ბრძანებებს, ეგ არც ვაჟა სირაძეს [საპატრულო პოლიციის უფროსი], არც თეიმაურაზ კუპატაძეს [კრიმინალური პოლიციის უფროსი] და არც სულხან თამაზაშვილს [თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი] პატივს არ სცემს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში ეთერში.
"სადაც ხარაზიშვილი ჩნდება, იქ თვითონ გასცემს ბრძანებებს, ეგ არც ვაჟა სირაძეს [საპატრულო პოლიციის უფროსი], არც კუპატაძეს [კრიმინალური პოლიციის უფროსი] და არც თამაზაშვილს [თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი] პატივს არ სცემს და მეტიც ძალიან ბევრჯერ მოუხსენიებია უშვერი სიტყვებით. გაზაფხულის აქციებზე ეტყობა უსაყვედურეს მაშინ ახალგაზრდები რომ სცემა და გაბუტული იყო ხელმძღვანელობაზე მგონი, 3 თუ 4 დღე, საერთოდ არ ერთვებოდა, ჩვენი ქვედანაყოფები გადიოდნენ, კანცელარიის მიმართულებით, მაგრამ ამოცანაში არ რთავდა. კუპატაძეს და სირაძეს მოდელებს ეძახის", - ამბობს შაიშმელაშვილი.