“ოცნებას” იმედი აქვს, რომ მსგავსი რეპრესიულ კანონებით შეაშინებენ ხალხს, თუმცა დარწმუნებულო ვარ, რომ ყველაფერი მოხდება პირიქით, რადგან ხალხი უფრო გაბრაზდება,” - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
“აქ მნიშვნელოვანი ის არის, რა მიზანს ემსახურება “ოცნების” მხრიდან, თვითგამოცხადებული, თვითმარქვია ხელისუფლების მხრიდან ასეთი რეპრესიული ინსტრუმენტების ამოქმედება. მათ იმედი აქვთ, რომ ხალხს შეაშინებენ, პროტესტის ტალღას, ამ მუხტს ჩაახშობენ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი მოხდება პირიქით - ხალხი კიდევ უფრო მეტად გაბრაზდება. არც მათი 15 დღის ეშინოდა არავის და არც 60 დღის შეეშინდება, მაგრამ პოლიტიკური ჟანრის კლასიკა არის ერთგვარი, რომ ის რეპრესიული რეჟიმები, რომელთაც პოლიტიკური ლეგიტიმაცია არც ქვეყნის გარეთ და არც შიგნით არ გააჩნიათ, მიმართავენ სამართალდაცვით და სისხლისსამართლებრივ ფუნდამენტზე თავიანთი ლეგიტიმაციის შენებას, რაც ყოველთვის მათთვის ცუდად მთავრდება ხოლმე. მთავარია, მოვიკრიბოთ ძალები, პრინციპულები ვიყოთ იმ ჩვენს დემონსტრაციებში, პროტესტში, რომელიც გვაქვს და გვესმოდეს სწორად თანმიმდევრობა როგორი უნდა იყოს: ჯერ ამ რეჟიმისგან, ბიძინა ივანიშვილის მთავრობისგან უნდა გათავისუფლდეს საქართველო, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს უკვე მართლაც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები.” - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.