თელავის რაიონულმა პროკურატურამ გუშინ, დილით აკვაპარკის დირექტორი აკაკი სულხანიშვილი დააკავა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, აკვაპარკის დირექტორს სსკ-ის 353-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებენ.
დაზუსტებული ინფორმაციით, აკვაპარკის დირექტორმა თელავის პოლიციის გამომძიებლებს, რომლებიც აკვაპარკთან დაკავშირებულ საქმეს იძიებენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
დაკავებულს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთიანი წინასწარი პატმრობა შეუფარდა.