„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ქალებმა საპროტესტო პერფორმანსი გამართეს.
პერფორმანსის ფარგლებში, პროტესტის მონაწილეებმა, 3 წუთით, სამანქანო მოძრაობით დატვირთულ გზაზე ღერძულა ხაზი დაიკავეს.
თითოეულ მათგანს ხელში ეჭირა პლაკატი, წარწერით - „თავისუფლება მზია ამაღლობელს“.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფოტო: პუბლიკა