ეს პროცესი არის ივანიშვილის სადამსჯელო ოპერაცია, იმისთვის რომ გამომძალოს დიდძალი თანხა, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.
"ბოლომდე ამათი ნება რომ იყოს, საერთოდ არ ჩაატარებდნენ სხდომებს და პირდაპირ ციხეში გამიშვებდნენ. უბრალოდ ივანიშვილს მაინც უნდა, რომ რაღაც ფორმალობა დაიცვას, ხალხს მოაჩვენოს, რომ თითქოს რაღაც ხდება ამ შენობაში და სამართალთან ახლოს აქვს საქმე ამ შენობას და მის რეჟიმს. ყველაფერი მოსალოდნელია, არაფერი არ გაგიკვირდეთ, ეს პროცესი არის ერთი დიდი ცირკი და ივანიშვილის სადამსჯელო ოპერაცია, იმისთვის რომ გამომძალოს დიდძალი თანხა." - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლებით 2023 წლის ივლისში დაიწყო. მას აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მლნ ლარის გადახდა შეეფარდა. გიორგი ბაჩიაშვილს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.