1988 წელს დაბადებული ლევან ჯანგულაშვილი, რომელსაც თბილისში 12 იანვრიდან ეძებდნენ, მოკლული იპოვეს.
ლევან ჯანგულაშვილი ბოლოს 12 იანვარს საღამოს 7 საათზე გოძიაშვილის ქუჩაზე ნახეს.
ახალგარზდა იმ სასტიკი დანაშაულის მსხვერპლი აღმოჩნდა, რომლის შესახებაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია. პოლიციამ 22 იანვარს დააკავა ლევან ჯანგულაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2002 წელს დაბადებული ლ.ტ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა ლევან ჯანგულაშვილს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო. შემდეგ კი, ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო. შემდეგ კი, ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
პროკურატურამ ლ.ტ.-ს ბრალი უკვე წარუდგინა და დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.