ომგამოვლილი ბავშვები ბოდიშს არ იხდიან - ამის შესახებ მსახიობმა კახა კინწურაშვილმა ვასო აბაშიძის სახელობის "ახალი თეტრის" წინ შეკრებილი საზოგადოებისადმი მიმართვისას განაცხადა.
„ახლა მოითხოვენ აწეული თავი დახარო და ბიოდიში მოიხადო, ბოდიში იმისთვის, რომ 8 წლის ასაკში საკუთარი სახლიდან გამოგაგდეს, დახოცილი ადამიანები ნახე, დევნილობა განიცადე, წარსული დაკარგე, ბავშვობა და ახალგაზრდობა გაგიმწარდა და ომის შიში ჩაგისახლდა, რომელიც არსებობას არ გაცლის და თურმე ამისთვის ბოდიშს უნდა ვიხდიდე. ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა, როდესაც ომზე ჰყვები, ყოველთის ბავშვის პერსპექტივიდან აკვირდება და ომის შენი ხედვა ბავშვურიაო. მეც და საქართველოც ომგამოვლილი ბავშვები ვართ, ძლიერი და თავაწეული, ომი ბევრჯერ ვნახე და არასდროს მშვიდობა. ის რაც ახლა საქართველოს ქუჩებში ხდება, მშვიდობა არ არის. დღეს დგანან ძლიერი და გაუტეხელი ადამიანები, ამაყად, და იმ ძალას, რომელიც თავს ხელისუფლებას უწოდებს, სწორედ ამ ძლივსგამაგრებული ხერხემლის დალეწვა უნდა და დაუზოგავად წიხლებით დგება. იმისთვის, რომ თავი ჩავხაროთ, ვეღარასდროს შევძლოთ აწევა და თან ბოდიშს ვიხდიდეთ იმისთვის, რომ ასე ამაზრზენად სუსტები ვართ. მე ზუსტად არ ვიცი ამ ბრძოლიდან რამდენად დასახიჩრებული გამოვალ, მაგრამ ერთს ვიტყვი: ომგამოვლილი ბავშვები ბოდიშს არ იხდიან“, - განაცხადა კინწურაშვილმა.
შეგახსენებთ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით დოიაშვილმა ხელოვანების საპროტესტიო მანიფესტზე განაცხადა, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის დასის წევრები სახალხო მანიფესტის ფარგლებში რეგიონალურ ტურნეს იწყებენ.
ფოტო: პუბლიკა