ყველანაირად კრიზისში მყოფ ქვეყანაში "ქართულმა ოცნებამ" და მათმა პროპაგანდამ ჩემთვისაც მოიცალა და 2 დღეა ავრცელებენ დაჭრილ ვიდეოს, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.
"ყველანაირად კრიზისში მყოფ ქვეყანაში ქართულმა ოცნებამ და მათმა პროპაგანდამ ჩემთვისაც მოიცალა და 2 დღეა ავრცელებენ დაჭრილ ვიდეოს, მათ შორის, შალვა პაპუაშვილმა ინგლისური სუბტიტრებიც დაურთო და დატვიტა. არ ვიცი ამით თუ უნდა ტრამპის ყურადღება მიიპყროს.
ისტორია დაიწყო იმით, რომ 2 დღის წინ ვიყავი ერთ-ერთ ღონისძიებაზე. მის დაწყებამდე ჟურნალისტებმა მთხოვეს ღონისძიების შესახებ კომენტარის გაკეთება. იმედის ჟურნალისტმა დამისვა კითხვა - რას ვფიქრობ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, რომ არსებობს მხოლოდ 2 სქესი - ქალი და კაცი. ამაზე ვუპასუხე, რომ ტრამპის გადაწყვწტილებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებდი რადგან აშშ-ში ტრამპი რა გადაწყვეტილებებს იღებს, ამის შეფასება არ შემიძლია მე, რადგან ამ საკითხებზე არ ვმუშაობთ.
ამის შემდეგ მან კითხვა შეცვალა, ზოგადად რას ფიქრობთო, და მიუხედავად იმისა, რომ ეს კითხვა პროვოკაციული იყო, ვუპასუხე და ავუხსენი განსხვავება ბიოლოგოურ სქესსა და გენდერულ იდენტობას შორის და დაეზუსტებინა რას გულისხმობდა კითხვაში.
ამასობაში სხვა ჟურნალისტი სხვა კითხვას მისვამს, რომელიც ამ საკითხთან საერთოდ არ იყო კავშირში და ვეუბნები რომ არ ვიცი. არ ვარ კომპეტენტური ყველა კითხვას ვუპასუხო რომელიც ჟურნალისტს გაუჩნდება.
საბოლოოდ, ამ ეპიზოდიდან ავრცელებენ დაჭრილ მონაკვეთს, სადაც არც თავდაპირველი კითხვა ისმის, არც ჩემი სრული პასუხი და არც სხვა ჟურნალისტის სხვა შეკითხვა, რომელზეც ჩემი პასუხია, რომ არ ვიცი და გამოყავთ სათქმელად ის, რომ კითხვაზე რამდენი სქესი არსებობს, ჩემი პასუხად ჩანდეს ის რომ ამ კითხვაზე არ ვპასუხობ, რადგან არ ვმუშაობთ ამაზე და არ ვიცი.
ვიცოდი თუ არა, რომ იმედისაგან ეს იყო მოსალოდნელი? დიახ, რადგან ეს ხშირად გაუკეთებიათ, თუმცა, რატომღაც მეგონა, რომ იმედის ჟურნალისტიც იმსახურებს ადამიამურ პასუხს და ტრამპის შიდა აქტების კომენტირება ჩემი საქმე რომ არ არის და ამაზე ამერკელები იდებადტებენ და იკამათებენ, ამის ახსნას.
იმსახურებს თუ არა იმედი ამისათვის ჩივილს? დიახ და წააგებენ, მაგრამ ასეთი მოგებული 5-ზე მეტი საქმე გვაქვს მათ წინააღმდეგ, რაც მათ არ აბრკოლებთ, რომ იგივე გაიმეორონ.
ამიტომ, ვაგრძელებ მუშაობას იმაზე, რასაც ვაკეთებ ყოველდღიურად და სხვა დროს უფრო ფრთხილად ვიქნები, რომ იმედის პროვოკაციულ შეკითხვებს საერთოდ არაფერი ვუპასუხო. ამ პასუხით მე ჟურნალისტს ვერ გამოვასწორებ და მისი აუდიტორია მაინც დაჭრილად მიიღებს პასუხს და ვერ მოისმენს სიმართლეს", - წერს ქურდოვანიძე.