საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ზვიად ქორიძე ბათუმში, სასტუმრო შერატონში, მასზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტზე დაზარალებულად ცნეს.
ქორიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ დღეს, 22 იანვარს გადასცეს.
მისივე თქმით, სასტუმრო შერატონი ბათუმი უარს ამბობს მისთვის თავდასხმის ამსახველი ფაქტების ვიდეოჩანაწერის გადაცემაზე.
15 იანვარს, ღამით, ბათუმში, სასტუმრო "შერატონის" ლობიში, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი სამხარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე და მასთან მყოფი სხვა პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას.