პარტიის "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.
გიორგი გახარიას გამოკითხვა, სავარაუდოდ, 15 იანვარს „შერატონ ბათუმში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
15 იანვარს, ღამით, ბათუმში, სასტუმრო "შერატონის" ლობიში, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი სამხარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე და მასთან მყოფი სხვა პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას.
შსს-მ გახარიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.