დღეს, 22 იანვარს, ქუთაისის ოპერის თეატრში ლეონკავალოს "ჯამბაზების" პრემიერა გაიმართება.
11 თვის განმავლობაში თეატრში მიმდინარეობდა სარემონტო-საკონსტრუქციო სამუშაო და ამჯერად თეატრში ახალი სეზონი იხსნება. სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორია რ. ჯავახიშვილი, რომელიც ასევე თეატრის მთავარი დირიჟორი და თეატრის სამახატვრო ხელმძღვანელია. დამდგმელი რეჟისორია მაია გაჩეჩილაძე.
პრემიერაში მონაწილეობენ თეატრში ჩატარებული შიდა კონკურსის შედაგად გამოვლენილი შემსრულებლები, ესენი არიან: იტალიაში, ქ. პიზაროსა და ქ. ოზიმოს მუსიკალური აკადემიის კურსდამთავრებულები ლ. თითბერიძე-ტონიო და ბ. კვრიკაშვილი-სილვიო, კანიოს პარტიას ასრულებს ა. ხიდაშელი, პეპეს პარტიას - რ. კუბლაშვილი, ნედას პარტიას კი - მ. მაჩალაძე.
სპექტაკლში მონაწილეობენ თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის არტისტები: ს. გველესიანი და ა. ხიდაშელი.
სპექტაკლი ქუთაისის ოპერის თეატრში პირველად დაიდგა. პრემიერა საქართველოს კულტურისა და ძეგლთაAდაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართება. სპექტაკლი 25 იანვრამდე იქნება წარმოდგენილი.