შეერთებული შტატების მომავალმა პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა გამოუშვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
"კრიპტოვალუტა $MELANIA უკვე ბაზარზეა. თქვენ მისი შეძენა ახლავე შეგიძლიათ", - დაწერა მან.
ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გახდა, რომ საკუთარი კრიპტოვალუტა $TRUMP გამოუშვა არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ამ დროისთვის, CoinMarketCap-ის ინფორმაციით, $TRUMP-ი 58.62 დოლარი ღირს, ხოლო $MELANIA – 12.36 დოლარი.
ბოლო ხანებია, დონალდ ტრამპი კეთილგანწყობილია კრიპტოვალუტების მიმართ. თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ის არაერთხელ შეეხეო ამ საკითხს. ტრამპმა პირობა დადო, რომ შეერთებულ შტატებს "პლანეტის კრიპტო დედაქალაქად აქცევს" და კრიპტოვალუტების რეზერვებს შექმნის.
აღსანიშნავია, რომ წარსულში დონალდ ტრამპი კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით არ იყო კეთილგანსყობილი. 2021 წელს მან მკაცრად გააკრიტიკა უმსხვილესი კრიპტოვალუტი ბიტკოინი და მას თაღლითობა უწოდა.
ტრამპის თქმით, კრიპტოვალუტა ბიტკოინს ხედავს როგორც "თაღლითობას", რომელიც გავლენას ახდენს აშშ-ის ეროვნული ვალუტის, დოლარის ღირებულებაზე.
"ბიტკოინი როგორც ჩანს თაღლითობაა. არ მომწონს ის, რადგან ეს კიდევ ერთი ვალუტაა, რომელიც დოლარს ეჯიბრება", - ამბობდა ტრამპი.