20 იანვარს, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე იმართება საქართველო-ამერიკის მეგობრობის მარში.
"ეს არის შესაძლებლობა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ორ ქვეყანას შორის ისტორიულ პარტნიორობასა და საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზე.
ერთად დავდგეთ:
• თავისუფლებისთვის
• დემოკრატიისთვის
• ძლიერი საქართველოსთვის
მოდით, კიდე ერთხელ ვაჩვენოთ, რომ ქართველი ხალხი მტკიცედ დგას დასავლური კურსის გვერდით!", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.