ცივილიზებული მსოფლიოს მიერ ნებისმიერი ტერიტორიის ოკუპირებულად აღიარების შემდეგ, მისი დეოკუპაციის საკითხი ავტომატურ რეჟიმში დგება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა სოსო ცინცაძემ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შეფასებისას განუცხადა.
"პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, გაეროს გარდა, რომელსაც უშიშროების საბჭოში რუსეთის ვეტოს უფლება აქვს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია აღიარა. ამიტომ როდესაც ცივილიზებული მსოფლიო განაცხადებს და რომელიმე ტერიტორიას ოკუპირებულად აღიარებს, ავტომატურ რეჟიმში მისი დეოკუპაციის საკითხი დგება", - აღნიშნა ცინცაძემ.
მისი შეფასებით, ძნელი განსასაზღვრია, როგორ წარიმართება საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, რამდენად ხანგრძლივი იქნება და რა სირთულეები წარმოიქმნება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი 21-ე საუკუნეში ოკუპანტად აღიარეს.
"ეს არის პოსტსაბჭოთა სივრცეში მეორე ოკუპანტი სახელმწიფო. პირველი არის სომხეთი, რომელსაც ღიად აქვს ოკუპირებული აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილი და მეორე - რუსეთი, რომელიც უარყოფს, მაგრამ მთელი მსოფლიო აღიარებს ოკუპანტად", - დასძინა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ცინცაძემ.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ევროპარლამენტმა შავი ზღვის ქვეყნებთან მიმართებაში რეზოლუცია მიიღო, სადაც აფხაზეთ და ცხინვალის რეგიონი ოკუპირებულ ტერიტორიებადაა მოხსენებული. დოკუმენტში საუბარია, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლების დარღვევა თითქმის ყოვლდღიურად ხდება.