უახლოს ხანში აზერბაიჯანში მიიღებენ კანონს, რომელთა თანახმადაც, ახალშობილებისთვის სახელების შერჩევა შეიზღუდება. ამიერიდან ბავშვებს "ხალხის მტრის" სახელებს აღარ დაარქმევენ. ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.
მისი თქმით, აზერბაიჯანის ეროვნული აკადემიის საინფორმაციო ტექნოლოგიის განყოფილებამ სახელების კვლევასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია.
ე. წ. "შუქნიშნის" პრინციპიდან გამომდინარე, იმ სახელებს, რომლებიც აზერბაიჯანის ეროვნულ, კულტურულ და იდეოლოგიურ ღირებულებებს შეესაბამება, "მწვანე სიაში" შეიტანენ. მათი დარქმევისას არანაირი შეზღუდვა არ დაწესდება. სახელების მეორე კატეგორიას "ყვითელ სიაში" შეიტანენ. ეს არასასურველი, დამცინავი სახელებია, რომლებიც სხვა ენაზე ლამაზად არ ჟღერს. "წითელ სიაში" კი მათ სახელებს შეიტანენ, რომლებმაც აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ აგრესიული ქმედება განახორციელეს.