„ტრამპის ინაუგურაციის ბილეთის ღირებულება 500 000-დან 2 მილიონამდეა. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია გადაიხადოს თანხა და დაესწროს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შესაბამისი საფასურის გადახდის შედეგად.
„ბილეთები იყიდება ჩვეულებრივად და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შეიძინოს. თუ არ ვცდები, ბილეთის ღირებულება იწყება 500 000-დან და ადის 2 მილიონ დოლარამდე. ამაში ოფიციალურ წყაროებშიც ღიად წერია. შესაბამისად, თუ აქვთ სურვილი, გადაიხადონ ეს თანხები, რატომაც არა, შეუძლიათ, ინაუგურაციას დაესწრონ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
რაც შეეხება კითხვას, ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ თუ არა დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასწრების სურვილი, კახა კალაძე პასუხობს: „ჩვენ ტრამპთან შეხვედრები და ურთიერთობები გვექნება მას შემდეგ, რაც ის თავის უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგება“.