"გააგონე სიმართლე რეჟიმის დამცველს" — დღეს, 14 საათზე, სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართება.
"საქართველოში ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა, ხოლო სახალხო დამცველი, რომელიც ჩვენი უფლებების მთავარი დამცველი უნდა იყოს, რეჟიმის დამცველად იქცა!
წამება და ძალადობა ნორმად იქცა – არაერთი ადამიანი დაექვემდებარა არაადამიანურ მოპყრობას, ცემას და წამებას. მიუხედავად ამისა, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ "სისტემური წამება ვერ დაინახა".
არჩევნები ტოტალურად გაყალბდა – ამას არ უარყოფს არც ჩვენი საზოგადოება და არც საერთაშორისო თანამეგობრობა. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველმა გაყალბების ფაქტებს "ჰაერიდან მოტანილი სისულელე" უწოდა!
ეს უკვე აღარ არის უბრალოდ დუმილი – ეს უსამართლობის გამართლებაა! ამ ქმედებით, ლევან იოსელიანი ხდება მოძალადე რეჟიმის თანამონაწილე.
ამიტომ, 17 იანვარს, 14 სთზე, ვმართავთ საპროტესტო აქციას - "გააგონე სიმართლე რეჟიმის დამცველს" - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.