მთავრობა სოფელ საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული 5 ბავშვის ოჯახს 10 000 ლარს გადასცემს. აღნიშნულთან დაკავშირებით განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"2025 წლის 5 იანვარს, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ტრაგიკულად დაღუპული ხუთი არასრულწლოვანის ოჯახისთვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების მიზნით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უზრუნველყოს ვიტალი ჭოლარიასთვის 10 000 (ათი ათასი) ლარი ოდენობის დახმარების გაცემა", - ნათქვამია განკარგულებაში.
5 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.