დღეს, 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
2004 წლის 14 იანვარს მიღებულ იქნა ორგანული კანონი საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ. სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას სახელმწიფო დროშის დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს.
„საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე ქვეყნის მდიდარ ისტორიასა და მისი ხალხის შეუპოვრობას გვახსენებს. იმედი გვაქვს, რომ ეს დროშა ერთ დღეს ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება. დაე, საქართველოს დროშა მუდამ ამაყად ფრიალებდეს“, – წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.