შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7 იანვარს ალილოს მსვლელობა გაიმართება.
ალილოს მონაწილეები მარშს 14:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყებენ და შემდეგ სამების საკათედრო ტაძართან გადაინაცვლებენ.
სამებაში შობის პარაკლისი შესრულდება. შეგროვებული სურსათი კი მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებს გადაეცემა.