კურსკის ოლქში უკრაინის ოპერაციის დაწყების შემდეგ, რუსეთის არმიამ დაჭრილთა და დაღუპულთა სახით, 38 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი განმარტებთ, დაღუპულია 15 ათასი სამხედრო.
მან გაიხსენა, რომ დღეს ზუსტად ხუთი თვე გავიდა კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციის დაწყებიდან.
"დღეს ზუსტად ხუთი თვე გავიდა კურსკის რეგიონში ჩვენი მოქმედებების დაწყებიდან და ჩვენ ვაგრძელებთ ბუფერული ზონის შენარჩუნებას რუსეთის ტერიტორიაზე და აქტიურად ვანადგურებთ იქ მათ სამხედრო პოტენციალს. კურსკის ოპერაციის დროს მტერმა უკვე დაკარგა 38 000-ზე მეტი ჯარისკაცი მხოლოდ ამ მიმართულებით, მათგან დაახლოებით 15 000 გამოუსწორებელი დანაკარგით.
რუსებმა კურსკში თავიანთი უძლიერესი ნაწილები განალაგეს, მათ შორის ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მამ მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც უკრაინას უფრო ემტ ძალას და უსაფრთხოებას აძლევენ.
„რუსებმა კურსკის რეგიონში განალაგეს ძლიერი დანაყოფები, მათ შორის, ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები. მნიშვნელოვანია, რომ ოკუპანტს ახლა არ შეუძლია მთელი ეს ძალა მიმართოს ჩვენს სხვა ტერიტორიებზე, კერძოდ, დონეცკის რეგიონში, სუმში, ხარკოვში ან ზაპოროჟიეში. მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა ჯარისკაცს, რომლებიც ომს სახლში, რუსეთში აბრუნებენ, და აძლევენ უკრაინას მეტ უსაფრთხოებასა და ძალას," - განაცხადა ზელენსკიმ.