უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკამ ბოდიში მოუხადა ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე რუსული რაკეტებით დარტყმის გამო. ამის შესახებ ზელენსკიმ ლექს ფრიდმანთან პოდკასტში ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, ბელარუსის ლიდერმს 2022 თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე დღეში ესაუბრა.
როგორც ზელენსკიმ თქვა, ლუკაშენკამ ბოდიში მოუხადა და შეეცადა დაერწმუნებინა, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე დარტყმისთვის პუტინს წინააღმდეგობა ვერ გაუწია.
"მე ვუთხარი მას [ლუკაშენკას], რომ ისიც მკვლელია და მან მიპასუხა: "უნდა გაიგო, რუსებთან ბრძოლა არ შეგვიძლია". მე ვუთხარი: "როგორ დაუშვით ეს", ის კი მპასუხობს: "კარგი, შეგიძლია საპასუხოდ დაარტყა [მოზირის ნავთობგადამამუშავებელ] ქარხანას, შენ იცი რამდენს ნიშნავს ეს ჩემთვის", - თქვა ზელენსკიმ.
ბელარუსში, მოზირის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, რუსეთის არმიის საწვავის ერთ-ერთმა მთავარმა მწარმოებელმა და მიმწოდებელმა, შეაჩერა მუშაობა გასული წლის 15 ივლისს, ოფიციალურად ქარიშხლის გამო. თუმცა უკრაინული მედია წერდა, რომ მისი მუშაობის შეწყვეტის მიზეზი უკრაინული თვითმფრინავების თავდასხმები გახდა.