რესპუბლიკერი კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი მოუწოდებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას, ამ დროისთვის თავი შეიკავოს თბილისში ვიზიტისგან.
უილსონმა სოციალურ ქსელში გაავრცელა კაუმასთვის გაგზავნილი წერილი.
კონგრესმენის განცხადებით, გადასახადების ამერიკელი გადამხდელების ფული არ უნდა იყოს გამოყენებული "არალეგიტიმური მთავრობის" აღიარებისთვის.
"მე მოვუწოდე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პია კაუმას, არ ჩავიდეს თბილისში ამ ეტაპზე. ივანიშვილის რეჟიმ ამ ვიზიტს მხოლოდ მათი მხრიდან ავტორიტარული მმართველობის დამყარების ლეგიტიმაციისთვის გამოიყენებს. ამერიკელი გადასახადების გადამხდელთა ფული არ უნდა იყოს გამოყენებული არალეგიტიმური მთავრობის აღიარებისთვის", - წერს კონგრესმენი.
საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი 8-10 იანვარსაა დაგეგმილი.